სასწავლო პროექტი


პროექტის სახელწოდება: მოგზაურობა ტემზაზე.

პროექტის მთავარი იდეა (თემა): მოსწავლეები გაეცნობიან დიდი ბრიტანეთის ღირშესანიშნაობებს.

პროექტის აქტუალობა: მოსწავლეები გაეცნობიან გაერთიანებული სამეფოს ქვეყნებს,  ინფორმაციას მოიპოვებენ დამოუკიდებლად და პრეზენტაციას აკეთებენ ინგლისურ ენაზე. შეიძენენ თანამშრომლობითი მუშაობის უნარს, გაამდიდრებენ ლექსიკურ მარაგს.

პროექტის მიზნები: სხვა ქვეყნების ღირშესანიშნავი ადგილის გაცნობა, ლექსიკური მარაგის გამდიდრება ზეპირი და წერილობითი აქტივობების  გზით. ისტის  გამოყენება, ელექტრონული პრეზენტაციის გაკეთება და ინფორმაციის მოპოვება.

მონაწილეთა ასაკი:12–13 წელი.

ვადები/ ხანგრძლივობა: 6 დღე.

მოსალოდნელი შედეგები/პროექტები რომლებიც  შეიძლება შეიქმნას: მოსწავლეები გააკეთებენ ელექტრონულ პრეზენტაციას ინგლისურ ენაზე: ,,A trip on the Thames.,,

პროექტისთვის საჭირო ძირითადი რესურსები: ინტერნეტი, სახელმძღვანელო, სურათები.

პროექტის მსვლელობა (ძირითადი აქტივობები)
აქტივობა 1. დრო 6დღე. მოსწავლეები დაყოფილია 3 ჯგუფად. მიცემული აქვთ დავალებები.თითოეულ ჯგუფი ირჩევს თავისთვის საინტერესო ქალაქს,
 ადგილს, და მოიპოვებს მასზე ინფორმაციას, თუ რა ღირშესანიშნაობებით გამოირჩევა ის.
აქტივობა 2. დრო 3 დღე. მოსწავლეები ახარისხებენ მოძიებულ ინფორმაციას და ემზადებიან პრეზენტაციისათვის.
აქტივობა 3. დრო 1 დღე. პრეზენტაციის წარდგენა. მათი შეფასება.

საგნებთან/ საგნობრივ ჯგუფებთან / ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: ინგლისური ენა  და ლიტერატურა . ისტ– ი
უცხო დ. III 6. მოსწავლეს შეუძლია ილუსტრირებული ტექსტების გაგება და მათში ინფორმაციის მოძიება.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
  • ნაცნობ სიტყვებსა  და ილუსტრაციებზე დაყრდნობით ამოიცნობს ორ–სამ წინადადებიანი ტექსტის შინაარსს.
  • მოსმენისას დამუშავებულ ტექსტში მოიძიებს ნაცნობ სიტყვებს წინასწარ მიცემული ინსტრუქციის მიხედვით
  • ტექსტში პოულობს ილუსტრაციის შესაბამის მონაკვეთს.
  • მოიძიებს ტექსტში კონკრეტულ ინფორმაციას. (მაგ: რა, როგორი, სად)


პროექტის ხელმძღვანელი: ნინო ზაქარიაძე.

ხელმძღვანელის ელ–ფოსტა:  zakariadzenino@Gmail.com

No comments:

Post a Comment